9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. დღე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. 34- წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, საბჭოთა საჯარისო ნაწილებმა ქართველი მშვიდობიანი მომიტინგეეები რუსთაველზე დაარბია. 2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, დესანტის 8 საბრძოლო მანქანა, 4 სახანძრო და 2 სანიტარული ავტომობილი 10 ათასი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით გაიყვანეს. თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს მხუთავი აირი. აქციის მონაწილეებს შლიდნენ ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
ტრაგედიას 21 გმირი მსხვერპლი ჰყავს. მათ შორის 3 ბავშვია. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა ორი ათასამდე მომიტინგე. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს.
ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის თავზე, სიმბოლურად ამ დღეს, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
9 აპრილს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ:
აზა ადამია - 22 წლის;
თამუნა დოლიძე - 28 წლის;
მზია ჯინჭარაძე - 43 წლის;
გია ქარსელაძე - 25 წლის;
თამუნა ჭოველიძე - 16 წლის;
ნათია ბაშალეიშვილი - 16 წლის;
ეკა ბეჟანიშვილი - 16 წლის;
თინა ენუქიძე - 70 წლის;
ნანა სამარგულიანი - 30 წლის;
ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის;
მამუკა ნოზაძე - 22 წლის;
ნატო გიორგაძე - 23 წლის;
ვენერა მეტრეველი;
მანანა ლოლაძე - 33 წლის;
ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის;
ზაირა კიკვიძე - 61 წლის;
მანანა მელქაძე - 23 წლის;
ნინო თოიძე - 25 წლის;
თამარ მამულაშვილი - 50 წლის;
მარინე ჭყონია - 25 წლის;
შალვა ქვასროლიაშვილი.