ბევრი გვინახავს ოპოზიციის მუქარები კომისიების შექმნასთან დაკავშირებით, საქმე თითქმის არცერთი - თალაკვაძე

10.04.23 13:20
 ბევრი გვინახავს ოპოზიციის მუქარები კომისიების შექმნასთან დაკავშირებით, საქმე თითქმის არცერთი - თალაკვაძე

ბევრი გვინახავს მათი მუქარები, თუმცა საქმე არაფერი, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის განცხადებას, რომელიც სასამართლო კლანის ბოსებთან მიმართებაში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მმართველი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ პირველი, ვინც აშშ-სგან სანქცირებული მოსამართლების წინააღმდეგ  მტკიცებულებები მოითხოვა, სწორედ "ქართული ოცნება" იყო. 

პირველი სწორედ სასამართლო ხელისუფლება იყო, ვინც მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებები მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშიერბით. მერე მოვიდა ეს ოპოზიცია და თქვა, რომ შევქმნი საგამოძიებო კომისიასო. შესაბამისად, ჩვენ ვეუბნებით, რომ სხდომები ჩატარდება, არანაირი შეფერხებები არ იქნება. ერთხელ მაინც იქნებ მობრძანდნენ და შეძლონ პარლამენტში ოპოზიციის როლის და და ფუნქციის შესრულება. ბევრი გვინახავს მათი მუქარები კომისიების შექმნასთან დაკავშირებით, საქმე თითქმის არცერთი. ალბათ მომავალში უკეთესი იქნება თუ წინასწარ იმსჯელებენ და მერე გააკეთებენ განცადებებს, - ამბოლბს თალაკვაძე.