ჩვენი სურვილია, რომ კუჭავა სრულად იყოს ინფორმირებული შეთანხმების დეტალებზე - უსუფაშვილი
ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ხვდებიან. "ლელოს" წევრი, დავით უსუფაშვილი, ამბობს, რომ შეხვედრის ინიციატორი კახა კუჭავაა. უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, კუჭავა ინფორმირებული იყოს მიშელის მოლაპარაკების დეტალებსა და კონტექსტზე.
საუბარი შეეხება მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების დროულ და ხარისხიან შესრულებას, გასათვალისწინებელია, რომ ბატონი სპიკერი ამ მოლაპარაკებებში პერსონალურად ჩართული არ იყო და ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ ის იყოს სრულად ინფორმირებული ყველაფერზე, რაც იმ შეთანხმების დროს ხდებოდა საუბარი კონტექსტები და ა.შ. შეთანხმებამდე მისვლა იყო ძალიან რთული მისი შესრულებაც არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს რთული გზა უნდა გავიაროთ ქვეყნის სასიკეთოდ," - ამბობს უსუფაშვილი.