უკეთესიც იქნება, თუ ,,ენმ" პარლამენტში არ შემოვა - კობახიძე

14.05.21 11:19
უკეთესიც იქნება, თუ ,,ენმ" პარლამენტში არ შემოვა  - კობახიძე

ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა.

კობახიძის თქმით,  ვინ შევა დამატებით პარლამენტში, ან ვინ არა, ამას უკვე არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.

რაც შეეხება იმას, ვინ შევა დამატებით პარლამენტში, ან ვინ არა, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს იქედან გამომდინარე, რომ ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია, ეს შარლ მიშელმა განაცხადა. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ეს უკვე არსებითად აღარაფერს ცვლის

მთავარია, რომ პარლამენტი არის დაკომპლექტებული, კრიზისი არის წარსულს ჩაბარებული, "ნაც მოძრაობა" შემოვა, თუ არ შემოვა, ამას არავისთვის არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, შეიძლება უკეთესიც იყოს და უკეთესიც იქნება  ქართული დემოკრატიისთვის, თუ ,,ნაცმოძრაობა" არ იქნება წარმოდგენილი  “, - თქვა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები