ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

14.05.21 12:12
ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ამასთან დაკავშირებით განმარტებას იუსტიციის სამინისტრო აკეთებს. უწყების ცნობით, ადეიშვილს მოქალაქეობა მისივე მოთხოვნის საფუძველზე შეუწყდა. 

მიმდინარე წლის 4 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმართა ზურაბ ადეიშვილმა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ  80-დღიან ვადაში განიხილა  და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს   გადაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.  


 საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის №204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები