კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - ირაკლი კობახიძე

14.05.21 12:39
კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიამ კახა კახიშვილს 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო. 

შემიძლია, საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც არჩევნების შემდეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა. თუ არის რაიმე ინტერესი, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, ის არის გამოცდილების მქონე გუნდის წევრი და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა კახიშვილი, არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება" დატოვოს.

მსგავსი სიახლეები