პოლიტიკური ხულიგნების გამონათქვამები ჩვენთვის უმნიშვნელოა - ნუგზარ წიკლაური კობახიძის განცხადებაზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ პასუხობენ. პარტიის წევრი, ნუგზარ წიკლაური, ირაკლი კობახიძეს პოლიტიკურ ხულიგნად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდს დემოკრატიაზე წარმოდგენა არ აქვს.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 700 ადამიანის არყოფნა დემოკრატიულ სისტემაში არ არის პრობლემა და პირიქით, უმჯობესი იქნებოდა, თუ მთავარი ოპოზიციური პარტია მთლიანად იქნებოდა გარიყული პოლიტიკური პროცესებიდან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის დემოკრატიული ცხოვრება და ნებისმიერ ფასად სურთ ხელისუფლების შენარჩუნება ისე, რომ ანგარიში არ გაუწიონ არაფერს, არც დემოკრატიას, არც ადამიანიას უფლებებ, არც წარმომადგენლობით დემოკრატიას. ასეთი ოდიოზური პოლიტიკური ხულიგნების გამონათქვამებს ჩვენთვის არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით, თუ როგორ ჩათვლის თვითონ საჭიროდ, - ამბობს ნუგზარ წიკლაური.
"ქართული ოცნების" თავმდჯომარემ განაცხადა, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ შევა.