ამნისტიის კანონპროექტზე კონსესუსს უნდა მივაღწიოთ - სალომე სამადაშვილი
მსჯელობა სადავო ამნისტიის კანონპროექტსა და საარჩევნო რეფორმაზე - პარლამენტის თავმჯდომარისა და ფრაქცია ,,ლელო"-ს ლიდერების შეხვედრა დასრულდა.
ახლადშექმნილი ფრაქციის წევრთა განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს, ამნისტიის კანონპროექტი საკუთარ ინტერესებსა და დღის წესრიგს მოარგოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, კანონპროექტის მიღება კონსესუსზე იყოს დაფუძნებული.
პარლამენტის თავმჯდომარესთან განვიხილეთ ის განსხვავებები და ხედვები, რაც არსებობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილი და მცდელობა იქნება მიმართული იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს ისეთ კანონპროექტზე შეთანხმება, რომელიც იქნება კონსესუსზე დაფუძნებული. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, შეთანხმების სულისკვეთებას გაექცეს. ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებითაც, იმაზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები იქნება მიღებული - განაცხადა ფრქაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტში მოღვაწე ყველა პარტიას შეხვდება და სურვილის შემთხვევაში სათანადო დახმარებას აღმოუჩენს.