ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკებებს აზიანებს - უგულავა

08.03.21 14:45
ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკებებს აზიანებს - უგულავა

ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკებებს აზიანებს - ამის შესახებ გიგი უგულავამ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. 

 მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ განმუხტავს სიტუაციას. გვინდა მოვუწოდოთ "ოცნებას", რომ თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან და წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით. ოცნებას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ხელები გაიშვიროს და მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს. ჩვენ განვიხილავთ  შარლ მიშელის 6-პუნქტიან გეგმას ხელისუფლებას მშვიდობიანად ცვლილების გეგმად და არ მივცემთ ქართულ ოცნებას საშუალებას, ხელები გაიშვიროს, - თქვა გიგი უგულავამ.

 "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომლის ფიგურანტებიც ბერა ივანიშვილი, მოქმედი პრემიერი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი  ანზორ ჩუბინიძე არიან.