ხელისუფლების პასუხისმგებლობა და სისუსტე - ეპისკოპოსი ვანდალურ ფაქტზე

14.05.21 15:17
ხელისუფლების პასუხისმგებლობა და სისუსტე -  ეპისკოპოსი  ვანდალურ ფაქტზე

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი, ისტორიული გაგის ციხეზე აღმართული რამდენიმე მეტრიანი ჯვრის დაზიანებაზე პირველ კომენტარს "ტვ პირველთან" აკეთებს. 

სასულიერო პირი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, შესაბამისმა ორგანოებმა ვერ დაადგინეს ვინ ცდილობს ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის რელიგუიური შუღლი ჩამოაგდოს: 

ჯვარი ვანდალურად იქნა დაზიანებული. მცდელობა ჰქონდათ, საძირკველი მთლიანად ამოეღოთ. ჯვარი განადგურებულია, იქ ახალი ჯვარი უნდა დაიდგას. მსგავსი ფაქტი ადრეც განმეორდა. ჩემი აზრით, ეს არის მიზამმიმართული პროვოკაცია, რათა რეგიონში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლი ჩამოვარდეს. ვგრძნობ ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მომხდარი შესაბამისი სამსახურების სისუსტეზე მიუთითებს. ვფიქრობ, უფრო ეფექტური უნდა იყოს მათი ჩართულობა, რათა გამოიკვეთოს, ვინ დგას ამ პროვოკაციის უკან"- აცხადებს "პირველებთან" ეპისკოპოსი. 

ისტორიული გაგის ციხეზე აღმართული რამდენიმე მეტრიანი ჯვარი უცნობმა პირებმა დააზიანეს. 

შეგახსენებთ, ისტორიული გაგის ციხიდან შვიდი წლის წინ აღმართული რამდენიმე მეტრიანი ჯვარი უცნობმა პირებმა 26 იანვარსაც მოიპარეს. 

მსგავსი სიახლეები