"ნაციონალური მოძრაობა" არ მაინტერესებს, მომავალზე ვიფიქროთ - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, "არ აინტერესებს" შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტში.
მთავრობის მეთაურმა თემით დაინტერესებულ მედიას "მომავალზე ფიქრისკენ მოუწოდა".
"ნაციონალური მოძრაობა არ მაინტერესებს. მომავალზე ვიფიქროთ" - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, თქვა, ვინ შევა დამატებით პარლამენტში, ან ვინ არა, ამას უკვე არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.