ფოთის უფუნქციო სანაპირო ზოლზე ბიუჯეტიდან 10 მილიონი დაიხარჯა - ფლანგვის დეტექტორი

14.05.21 16:21
ფოთის უფუნქციო სანაპირო ზოლზე ბიუჯეტიდან 10 მილიონი დაიხარჯა -  ფლანგვის დეტექტორი

ფოთის მუნიციპალიტეტმა მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობისთვის 18.5 მლნ ლარი გამოჰყო და 10 მლნ უკვე დახარჯა, თუმცა სანაპირო ზოლი დღემდე გამოუყენებლია და არ არსებობს მისი განვითარების კონცეფცია - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

კორუფციის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სამუშაოს პირველ ეტაპზე ტენდერი 2015 წელს გამოცხადდა და ფოთმა ხელშეკრულება 2014 წელს დაფუძნებულ შპს ,,პირამიდა ფ.რ."-ს გაუფორმა, რომელსაც დაგვიანებით და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში 4.1 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს.

გავრცცელებული განცხადების თანახმად, მეორე ეტაპის ტენდერში შპს ,,ანტ სტროი ლტდ-მ" 2-ლარიანი სხვაობით გაიმარჯვა, მაგრამ ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, თუმცა კომპანიამ 2 მილიონ ლარზე მეტი მაინც მიიღო.

ირკვევა ისიც, რომ ამის შემდეგ ფოთმა კიდევ ორი ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც ერთი ოცნების შემწირველის კომპანია New Road-მა მოიგო, მეორე კი შპს ,,ზმ ჯგუფმა", რომელსაც სამუშაო 4 თვით ადრე უნდა დაესრულებინა.

მსგავსი სიახლეები