დავტოვებ პარტიას, თუ არ გაითვალისიწინებენ ჩემს აზრს - კახიშვილის ულტიმატუმი "ოცნებას"

14.05.21 17:04
დავტოვებ პარტიას, თუ არ გაითვალისიწინებენ ჩემს აზრს - კახიშვილის ულტიმატუმი "ოცნებას"

"ქართული ოცნების" წევრი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პარტიას არ ტოვებს, თუმცა "ოცნებას" ულტიმატუმს უყენებს. კახიშვილი ამბობს, რომ პარტიას დატოვებს, თუ მის აზრს თანაგუნდელები არ გაითვალისწინებენ. 

იმ შემთხვევაში შეიძლება დავტოვო პარტია, თუ ვნახავ რომ ჩემი აზრი არავის აინტერესებს პარტიაში და კონკრეტულად კრიტიკულ საკითხებზე ისე მიიღებენ გადაწყვეტილებებს რომ მე არ ვიქნები ჩართული, - ამბობს კახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარტიის შესაძლო დატოვების შესახებ კახიშვილმა  გუშინ თქვა. კახიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაში. კობახიძემ თქვა, რომ  პარტიამ კახა კახიშვილს 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო.