შეეძლო ჯერ მოესმინა - კახიშვილი კობახიძეს აკრიტიკებს

14.05.21 17:09
შეეძლო ჯერ მოესმინა - კახიშვილი კობახიძეს აკრიტიკებს

"ქართული ოცნების" წევრი კახი კახიშვილი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს უპირისპირდება. 

კახიშვილის თქმით, კობახიძეს ჯერ უნდა მოესმინა და კომენტარი შემდეგ უნდა გაეკეთებინა. 

სამწუხაროა, რომ ადამიანები, კოლეგები განცხადებას აკეთებენ და შეფასებას აკეთებენ კოლეგის კომენტარზე ისე, რომ არ მოუსმენიათ განცხადება მხოლოდ სათაურები აქვთ წაკითხული. მე რომ ვყოფილიყავი ირაკლი კობახიძის ადგილას, პირველ რიგში მოვუსმენდი რა თქვა ჩემმა გუნდის წევრმა, კიდევ კარგია თვითონვე აცხადებენ, რომ ჩემთვის დიდ პრობლემას თანამდებობა არ წარმოადგენდა და არც წარმოადგენს. 

იყო შემოთავაზება მე არ დავთანმხდი, თუმცა ეს არის გუნდის საკითხი და გუნდში ვილაპარაკებთ ამის შესახებ. არ მეგონა, რომ ირაკლი კობახიძე ამაზე ისაუბრებდა. მე პირადად კერპი არავინ არ მყავს. მე ერთ რამეს გეტყვით რომ შენიშვნას არავისგან მივიღებ, თუ ვინმეს აქვს სასაუბრო გუნდია და შემიძლია ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ. შესაძლებელი იყო დარეკვა და გარკვევა", - ამბობს კახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარტიის შესაძლო დატოვების შესახებ კახიშვილმა  გუშინ თქვა. კახიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაში. კობახიძემ თქვა, რომ  პარტიამ კახა კახიშვილს 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო.  

მსგავსი სიახლეები