მტკიცებულებები ზედაპირზეა - დაიწყება თუ არა გამოძიება მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ?

17.04.23 20:29
მტკიცებულებები ზედაპირზეა - დაიწყება თუ არა გამოძიება მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ?

დაიწყება თუ არა გამოძიება მერიის მაღალჩნოსნების წინააღმდეგ? - ზედაპრიზე დევს დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ მერიაში სრული ქაოსი და განუკითხაობაა. აუდიტორებმა მერიის სამსახურების მუშაობა შეამოწმეს და დაადგინეს, რომ კალაძეს დაქვემდებარებული სამსახურები ინფორმაციას ერთმანეთს უმალავენ. მერია გაქირავებული ფართებიდან ფულს ვერ იღებს. ჯარიმების შესახებ ინფორმაციას საფინანსო სამსახურს არ აწვდიან. ქონების მართვის სამსახური კი გაყიდული ობიექტების შესახებ მალავს დოკუმენტებს. 

ეს ის არის, რაც აუდიტორებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში  დაადგინეს, ახლა კი ჯერი საგამოძიებო უწყებაზეა. მანამდე  კი ოპოზიცია კითხვებზე პასუხებს ითხოვს. საკრებულოს დეპუტატები ანტიკორუფციული საბჭოს შექმნას გეგმავენ, რადგან აუდიტორების მიერ  აღმოჩენილი ფაქტები ტოვებს ეჭვს, რომ   მერიაში   კორუფციული გარიგეგებისთვის  ხელსაყრელი გარემო იქმნება. რაც უკვე დადასტურებულია ის არის, რომ  დედაქალაქის მთავრობა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები გამართულად ვერ მუშაობენ.

დეტალები იხილეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.