რა გეგმა აქვთ, პარლამენტის პარალიზებას აპირებენ? - უსუფაშვილი "ოცნების" მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩაგდებაზე

19.04.23 11:19
რა გეგმა აქვთ, პარლამენტის პარალიზებას აპირებენ? - უსუფაშვილი "ოცნების" მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩაგდებაზე

რა გეგმა აქვს ხელისუფლებას, პარლამენტის პარალიზებას აპირებს? - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი "ოცნების" მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩაგდებაზე.

უსუფაშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს მაინც მოუწვს სხდომის ჩატარება, რადგან ისეთი კანონპროექტებიც არის განსახილველი, რომელიც თავად "ოცნების" ინტერესშია.

კომისიის შესაქმნელად საკმარისი ხმები გვაქვს ოპოზიციას, უბრალოდ, ხელისუფლებამ არ მიგვიშვა კენჭისყრამდე. როდემდე გააგრძელებს ამას. ჩვენ იქ ვიქნებით, 51 და მეტი მედუპატი და ხელისუფლებას რა გეგმა აქვს, პარლამენტის პარალიზებას აპირებს? იმიტომ, რომ თუ კენჭისყრის პროცედურები არ გაიხსნა, ვერ ეყრება კენჭი ვერც საგამოძიებო კომისიას და ვერც იმ კანონპროექტებს, რომლებიც თვითონ ხელისუფლებას აინტერესებს". - ამბობს დავით უსუფასვილი. 

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა - პარლამენტში ქვორუმი ვერ შედგა. 

გუშინ, ოპოზიცია დასანქცირეულ მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრას  ითხოვდა, თუმცა კლანს უმრავლესობა დემონსტრაციულად  გადაეფარა.