„კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციები არსებობს" - აპირებს თუ არა ხაბეიშვილი მელიასთან დაზავებას?

19.04.23 13:19
„კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციები არსებობს" - აპირებს თუ არა ხაბეიშვილი მელიასთან დაზავებას?

აპირებს თუ არა ლევანხაბეიშვილი ნიკა მელიასთან დაზავებას - "პირველების" კითხვაზე, ენმ-ს თავმჯდომარე პასუხობს, რომ აქვს მოლაპარაკებები კონკრეტულ ადამიანებთან, თუმცა არ აკონკრეტებს, ამ ადამიანბში გულისხმობს თუ არა ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარეს.

„კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს, ვნახოთ. ბიძინა ივანიშვილის ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ, არ არის აუცილებელი პირადად ნაციონალური მოძრაობის წევრი იყოს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც ვთანამშრომლობთ, სხვადასხვა აპოლიტიკურ ლიდერებთანაც, სხვადასხვა სამოქალაქო ადამიანებთანაც. ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ვინმესთან თანამშრომლობით თუ მიმართულია მთელი ენერგია ბიძინა ივანიშვილის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.