ელჩი მოსამართლეთა სანქცირებაზე: ჩავატარეთ საგულდაგულო შემოწმება, აშშ დარწმუნებულია, რომ არსებობს საფუძველი

19.04.23 18:00
ელჩი მოსამართლეთა სანქცირებაზე:  ჩავატარეთ საგულდაგულო შემოწმება, აშშ დარწმუნებულია, რომ არსებობს საფუძველი

კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს - შეერთებული შტატების ელჩი აღნიშნავს, რომ შტატებმა სანქციებამდე "საფუძვლიანი მიმოხილვა ჩაატარა".

რაც შეეხება პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, დეგნანი ამ შემთხვევაში ამბობს, რომ "ეს საქართველოს მაღალჩინოსნებისთვის არის შესაძლებლობა, გამოიძიონ ის კორუფციის ბრალდებები"

აშშ ყოველთვის პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა  ყველა პოლიტიკურ პარტიას, რათა შეესრულებინათ ქართველი ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებები. არასდროს არ არის საპარლამენტო ბოიკოტი სასარგებლო. ამ შემთვევაში, ეს საქართველოს მაღალჩინოსნებისთვის არის შესაძლებლობა, გამოიძიონ ის კორუფციის ბრალდებები, რომლებიც ფარდოთ იყო ცნობილი წლების მანძილზე. აქ არანაირ შეცდომას არ ჰქონდა ადგილი. აშშ სრულად თავდაჯერებულია კორუფციულ საქმიანობით დაკავებული 4 ინდივიდის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესებაში. ჩვენ ჩავატარეთ საგულდაგულო შემოწმება და შევაგროვეთ ინფორმაცია, რომელთა უმრავლესობა საჯაროდ ხელმისწავდომია და ამის შემდეგ გავუგზავნეთ სავიზო შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფო მდივანს, ხოლო სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაამტკიცა ეს შეზღუდვები, რადგან ჩვენ გვჯერა მათი სისწორის.