მცდარია მოსაზრება, რომ მინდა მერობის კანდიდატობა - ნიკა მელია

14.05.21 21:16
მცდარია მოსაზრება, რომ მინდა მერობის კანდიდატობა - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მერობის კანდიდატობის სურვილი არ აქვს. ამის შესახებ მელიამ ტვ პირველზე, გადაცემა "პოლიტიკურ პარასკევში ისაუბრა. მელიას თქმით, მისი სურვილია ისეთი კანდიდატო შესთავაზოს ოპოზიციას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაამარცხებს. მელიას თქმით, ამისთვის კი წინასწარ კვლევები უნდა ჩატარდეს, რომელიც რეიტინგს გაზომავს.

მცდარია მოსაზრება, რომ ნიკა მელიას უნდა თბილისის მერობის კანდიდატობა ნამდვილად მცდარია, მე მინდ აგამარჯვების კამპანიის წარმოება და გამარჯვების კამპანიაში მონაწილეობის მიღება, რომელიც დასრულდება რეჟიმის მარცხით. მინდა დავრწმუნდე, რომ ოპოზიცია შეძლებს კოორდინაციას და კოორდინაცია, რომელიც შედეგზე გაგვიყვანს და მონაწილეობა მომეცემა ეროვნულ კამპანიაში ვიყო ჩართული"

თბილისის მეორბის კანდიდატი ვარ მაგალითად. ზუგდიდში როგორ ჩავიდე? ეროვნული კამპანია როგორ ვაწარმოო?თბილისის მერობის კანდიდატურა მე მაფერხებს ბევრ საქმეში", - თქვა მელიამ.

მსგავსი სიახლეები