მოლაპარაკებები არ ჩაიშლება - ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღო
მოლაპარაკებები არ ჩაიშლება, ოპოზიცია მოლაპარაკებებზე ,,ოცნებასთან" მიდის და ხელისუფლებას არ მისცემს იმის თქმის უფლებას, რომ ვინმემ დიალოგის მაგიდა ააყირავოს - ასეთია ოპოზიციის გადაწყვეტილება. "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ლიდერები ამბობენ, რომ სასურველია, ირაკლი ღარიბაშვილი სხვა მომლაპარაკებლით ჩანაცვლდეს, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრას მაინც არ ჩაშლიან.
სასურველია, გამოიცვალოს წარმომადგენელი, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ ჩავშლით მოლაპარაკებებს, რადგან რეჟიმი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული და მათთვის ეხლა მოლაპარაკებების ჩაშლა ნებისმიერი კეთილშობილური მიზეზით იქნება ხსნა, - ამობს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.