თბილისის პარკინგმა სამ წელში 35 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის ქვითარი გამოწერა - სად მიდის ბიუჯეტში შესული თანხა
როგორ ივსება თბილისის ბიუჯეტი ხალხის ჯარიმების ფულით? მას შემდეგ რაც ფუნქციონირება თბილისი პარკინგმა დაიწყო, მძღოლებზე 35 მილიონზე მეტი საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.
ამ კოლოსალური რაოდენობის ჯარიმების ფონზე კი ვითარება თბილისის ქუჩებში უფრო და უფრო მძიმდება. დედაქალაქში მოძრაობა მაინც გადატვირთულია, საპარკინგე ადგილების პოვნა კი ფაქტობრივად შეუძლებელი. არადა ამ თანხით კალაძე ბევრ დამატებით საპარკინგე ზონას მოაწყობდა. ეს მისი დაპირებაც იყო, რომელიც ფაქტია, რომ არ შეასრულა.