საკადრო წმენდა ფოთის მერიაში - "ოცნება" გახარიას თანამებრძოლებს ათავისუფლებს

15.05.21 15:10
საკადრო წმენდა ფოთის მერიაში - "ოცნება" გახარიას თანამებრძოლებს ათავისუფლებს

ფოთში გახარიას კადრები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ფოთის მერიის ერთ-ერთი სერვისცენტრის გათავისუფლებული ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. ისინი სამსახურიდან გაშვებას გიორგი გახარიასთან მეგობრობას უკავშირებენ. გათავისუფლებული საჯარო მოხელეები სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ და ფოთის მერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

ვკითხე მიზეზი რის გამო უნდა წავსულიყავი, მან მიზეზი ვერ მითხრა, უარი ვუთხარი განცხადების დაწერაზე და  თვითონ გამათავისუფლეს, ჩემი აქედან  გათავისუფლება არის რამდენიმე ადამიანთან მეგობრობის ნიშნით," გახარიას გუნდის წევრები არიან ჩემი კარგი მეგობრები", - ამბობს გათავისუფლებული თანამშრომელი.

საჯარო მოხელეების გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურნენ გახარიას თანაგუნდელები. მათი თქმით, საკადრო წმენდა პოლიტიკური დევნის მაგალითია. 

 

მსგავსი სიახლეები