თავისუფლება პოლიტპატიმრებს - ბათუმში აქცია იმართება
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ.აქციას მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები შეუერთდნენ.
აქტივისტები ჩამოვიდნენ, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ აქტივისტებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დააკავა ხელისუფლებამ", - ამბობს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ალიკა კუპრავა.
აქციას შეუერთდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. მაჩალიკაშვილის თქმით, აქტივისტები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებული.
ვუცხადებ სოლიდარობას ბიჭებს, რომლებიც არიან პოლიტიკური მიზეზებით დაკავებულები. ვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ეს ბიჭები არიან პირდაპირ სწორ მხარეზე და ამიტომ დააკავეს პოლიტიკური ნიშნით", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტები ბათუმში ერთი თვის წინ, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.