კახა კუჭავა 16-20 მაისს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

16.05.21 12:17
კახა კუჭავა 16-20 მაისს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, 16-20 მაისს ბრიუსელს ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კუჭავა შეხვედრებს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ მარია სასოლისთან, ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიოსთან და ბელგიის პარლამენტის წევრებთან გამართავს.

ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჯოანა მირჩეასთან, Think Tank-ებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები