შევცვლით ამ გამოუვალ ვითარებას საქართველოში - ლევან ვასაძე

16.05.21 14:32
შევცვლით ამ გამოუვალ ვითარებას საქართველოში - ლევან ვასაძე

შევცვლით ამ გამოუვალ ვითარებას საქართველოში - ამის შესახებ ლევან ვასაძემ რამდენიმე წუთის წინ მოსახლოებასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის რომ უკვე საჯარო ჭრილში დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი". ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის მხარდაჭერით შეცვლის ამ გამოუვალ ვითარებას საქართველოში. ეს გზა არ იქნება ადვილი, არ იქნება ია-ვარდით მოფენილი, ჩვენ გველოდება წინ ბევრი ერთიბლივი ბრძოლა, წინააღმდეგობები.ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ მოჯადოებული წრე, რომელზეც მოძრაობს საქართველო 30 წელია და გავიყვანოთ ის თავისი ღირსეული განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ქვეყნების თანამეგობრობაში", -  ამბობს ვასაძე.

ამ წუთებში ქაშვეთთან ლევან ვასაძის საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ერის" პრეზენტაცია მიმდინარეობს.ლევან ვასაძემ 6 მაისს პოლიტიკური განაცხადი გააკეთა და თქვა, რომ  პარტიას აფუძნებს.

მსგავსი სიახლეები