მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები შეჯერდეს - ნიკა მელია სააკაშვილს ხვდება

16.05.21 20:08
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები შეჯერდეს - ნიკა მელია სააკაშვილს ხვდება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია კიევში, მიხეილ სააკაშვილს ხვდება.მელიამ კიევიდან პირველი ინტერვიუ "პირველებს" მისცა. მელია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი 2 წელიწად ნახევარი არ უნახავს და მასთან სალაპარაკო ბევრი აქვს. 

გვაქვს უამრავი ხაფანგი დაგებული,ქვეყნის შიგნით და გარეთ, ძალიან  ბევრი ადამიანია დაინტერესებული, რომ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის არ იყოს ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა მე და სააკაშვილი  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არათუ ნორმალიზებული იყოს ურთიერთობა, არამედ ბრძოლის მორევში ვიყოთ ერთად ურთიერთგაგებით და შეთანხმებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვები და პოზიციები შეჯერდეს და ოპტიმალური პოზიციით მოხდეს ბრძოლის გაგრძელება ოლიგარქის წინააღმდეგ", - ამბობს ნიკა მელია.

მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ნიკა მელია კიევში დღეს გაფრინდა. მასთან ერთად ასევე პარტიის სხვა წევრებიც იმყოფებიან.