ზეწოლა არ ყოფილა, არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ვუერთდები - გეგა შენგელია
ზუგდიდის ყოფილი მერი, გეგა შენგელია, ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
გადაწყვეტილება ადამიანურ საწყისებს ეფუძნება, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ვუერთდდები. ვფიქრობ, კერძო სექტორში გადავინაცვლო.
"ტვ პირველის" კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას, გეგა შენგელიამ თქვა, რომ თანამშრომლობას არავისთან არ გამორიცხავს:
გამორიცხვით არასდროს არაფერს გამოვრიცხავ. თუ ზუგდიდელებს და ჩემს ქვეყანას დასჭირდება გვერდში დგომა, მზად ვარ"- თქვა შენგელიამ.