არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს - სოზარ სუბარი დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე

17.05.21 12:29
არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს - სოზარ სუბარი დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი, დმანისში მიმდინარე დაძაბულ მოვლენებს ეხმაურება. სუბარის თქმით, ადგილზე დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო და  არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

რასაც ვუყურებდით, ეს ყველაფერი მოხდა ერთი წუთის განმავლობაში და შეიძლება, ერთ წუთში პოლიცია ვერ მისულიყო, მაგრამ ძალიან მალე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდა და თითოეული ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს, დამნაშავეები იქნებიან გამოვლენილი და პასუხს აგებენ. სანამ გამოძიება დასრულდება, მანამდე შეფასების გაკეთება ძნელია, მაგრამ რასაც ვუყურებდით, ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე - მაღაზიაში შესვლა, ლუდის მოთხოვნაზე. არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ინტეგრაციის პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თავს სრულფასოვან მოქალაქედ გრძნობდეს და ამისთვის უპირველესია საერთო ენაზე ვმეტყველებდეთ, რომ ადამიანებს ვინც სკოლას ამთავრებენ, კარიერის ისეთივე შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორიც აქვთ მათ, ვინც სახელმწიფო ენა კარგად იციან, ამ მხრივ შესაბამისი პოლიტიკა ტარდება და ამაში სახელმწიფო დიდ რესურსს ხარჯავს,"- განაცხადა სუბარმა.

მსგავსი სიახლეები