იდენტიფიცირებული პირები დაუყონებლივ უნდა გადაეცეს მართლმსაჯულებას - დეკანოიძე დმანისის მოვლენებზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, დმანისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იდეტიფიცირებული პირები დაუყონებლივ უნდა გადაეცეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას:
გუშინდელი პირდაპირ ეთერში გასული საჯარო კადრების შემდეგ შსს-ს და ხელისუფლებას არ გამოუხატავს არც ერთი პოზიცია და ეს არის რეალურად ის ძალზედ მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც პირდაპირ არის ჯგუფური ძალადობის დაგეგმვა, ადამიანებზე ანგარიშსწორება, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ იდეტიფიცირებული პირები დაუყონებლივ უნდა გადაეცეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას"- განაცხადა დეკანოიძემ.
დმანისში დაპირისპირება გრძელდება.