შეიძლება, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ჯობია, ხელისუფლება ჩავიდეს დმანისში - კორძაია
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი, თამარ კორძაია, ხელისუფლებას დმანისში დაპირისპირების ადგილას ჩასვლისკენ მოუწოდებს იმისთვის, რომ კონფლიქტის დეესკალაცია დროულად მოხდეს.
პარლამენტის წევრებს თითქოს ყოფით ნიადაგზე კონფლიქტის დაწყების ხაზგასმა უნდათ, ყველა დიდი კონფლიქტი იწყება ყოფით ნიადაგზე, ბოლო კონფლიქტიც ისრაელში ყოფით ნიადაგზე დაიწყო მიწის საკუთრებაზე. არ შეიძლება, მსუბუქად შევხედოთ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებს, ძალიან დაძაბული ვითარებაა დმანისში, რომელიც მართლაც შეიძლება, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, განცხადებებეის გაკეთებას ჯობია, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და დაეხმარონ საზოგადოებას კონფლიქტის მოგვარებაში", - ამბობს კორძაია.