დმანისში სიტუაცია ეთნიკურ კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს - სერგო ჩიხლაძე

17.05.21 13:01
დმანისში სიტუაცია ეთნიკურ კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს - სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებელი" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს დროულად, რათა დმანისში არსებული დაპირისპირება დროულად განმუხტოს. პარტიის წევრის, სერგო ჩიხლაძის, თქმით, არის საშიშროება, რომ დაპირისპირება ეთნიკურ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომაც საჭიროა, ხელისუფლებამ სიტუაციის ესკალაციისათვის პოლიციის დამატებითი რაზმები გამოიყენოს

მოვუწოდებ კიდევ ერთხელ მთავრობას, იმოქმედოს კანონის მთელი სიმკაცრით და ორი კინკილა პოლიციელი კი არ უნდა გააგზავნოს, არამედ კარგად ორგანიზებული საპოლიციო ძალები. როცა რამდენიმე მშვიდობიან დემონსტრაბნტზ ასეობით  პოლიციელს უშვებენ-ხოლმე და აპატიმრებენ მშვიდობიან დემოონსტრანტებს, ახლა აქ, ასეთ ვითარებაში, დმანისში, უნდა გამოიყენონ სპეცდანიშნულების რაზმები და კანონის მთელი სიმკაცრით აღკვეთონ ეს პროვოკაცია. მთავარია, ეს ყოფითი პრობლემა საშიშ დაპირისპირებაში,  ეთნიკურ კონფლიქტში, არ გადაიზარდოს, ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ამ წუთებში დმანისში დაპირისპირებაა, მოსახლეობა პოლიციის შენობასთანაა შავმოყრილი და გუშინ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს.