სამართლებრივად სწორად უნდა იყოს შეფასებული - ირაკლი ქადაგიშვილი დმანისის კონფლიქტზე

17.05.21 13:23
სამართლებრივად სწორად უნდა იყოს შეფასებული - ირაკლი ქადაგიშვილი დმანისის კონფლიქტზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, მიიჩნევს, რომ ყოველი საათი ძვირფასია და ხელისუფლებამ დროულად უნდა მოახდინოს რეაგირება, რათა დმანისში არსებული დაპირისპირება ეთნიკურ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ქადაგიშვილი ხელისუფლებას ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინოს, რადგან ყოველი საათი ასეთი მოვლენების განვითარების დროს არის ძვირფასი, ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უნდა ჩაერთოს იმისათვის, რომ სიტუაცია უმაღლეს დონეზე იყოს განმუხტული, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს კონფლიქტის წარმოშობის პირველივე კერა სამართლებრივად სწორად იყოს შეფასებული და სამართლებრივად დროული რეაგირება მოხდეს. მე ვფიქრობ, მთავრობა დაინტერესებულია, კონფლიქტი სრულად აღმოიფხვრას და ყოფითი კონფლიქტი, რომელიც გუშინ ბანალური მიზეზით დაიწყო, დამთავრდეს, როგორც ყოფითი და არავითარ შემთხვევაში მისი განვრცობა არ მოხდეს, მისი რაიმე სახით ეთნიკური, ეროვნული ელფერით შემოსვა მიუღებელია, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკიდან და რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე - აცხადებს ქადაგიშვილი. 

დაძაბული ვითარებაა დმანისში, ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციის განყოფილებასთანაა შეკრებილი და გუშინ დაპირისპირების შემდეგ დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვს.