ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგი - ბოკერია დმანისის მოვლენებზე

17.05.21 13:26
ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგი - ბოკერია დმანისის მოვლენებზე

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია სამართალდამცავებს მოუწოდებს, დამკვირვებლის როლიდან გამოვიდნენ. ბოკერია აღნიშნული განცხადებით, დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ოპოზიციონერის შეფასებით, ის რაც დმანისში ხდება, ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია. მისივე თქმით, ხელისუფლება წლების განმავლობაში ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს.

პირველ რიგში, უნდა მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ხელმძღვანელობას, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან. მათი ფუნქცია არის ძალადობისსწრაფად აღკვეთაა. კარგად გვახსოვს, როგორ რეაგირებდნენ, როდესაც ეს ეხებოდა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ინტერესებს, როცა შეშის შეტანის გამო, აქციაზე იღებდნენ უმკაცრეს ზომებს, იყო მობილიზებული პოლიცია და აკავებდნენ ადამიანებს. ახლა კი ვხედავთ საათების განმავლობაში ძალადობას, რომლის აღკვეთასაც ვერ ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა... ეს ვითარება ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგია. ეს არის შედეგი ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამოყენებისა პოლიტიკური ამოცანებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ეწევა ივანიშვილის რეჟიმი და ეს არის შედეგი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების და ძალადობის გამოყენებისა საარჩევნო ამოცანებისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამ რეგიონში იყო ფართოდ გამოყენებული წლების განმავლობაში", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

 

მსგავსი სიახლეები