ვიხილავთ თუ არა ჩვენს გუნდში, ამას ვნახავთ ერთად - ანა ბუჩუკური ზუგდიდის გადამდგარ მერზე
„სამწუხაროა, რომ გიორგი შენგელიას მსგავსი ადამიანები იძულებული ხდებიან, თანამდებობა დატოვონ“ - ამის შესახებ გახარიას საპარლამენტო გუნის წევრმა, ანა ბუჩუკურმა, განაცხადა. ბუჩუკური აღნიშნავს, რომ ,,ოცნება" მოძველებულ მეთოდებს იყენებს და პოლიტიკური სიმპათიების გამო თანამდებობიდან წასვლის იძულება მიუღებელია.
ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია, არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანი, ვისთანაც შეხება მქონია. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები იძულებული ხდებიან, დაკავებული თანამდებობა დატოვონ.
ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო, თავად ისაუბრა და განმარტებები გააკეთა. მას ვიხილავთ თუ არა ჩვენს გუნდში, ამას ვნახავთ ერთად. ვნახეთ ადამიანების პოლიტიკური სიმპატიებისა და მეგობრობის გამო თანამდებობიდან წასვლაზე მოთხოვნები. სამწუხაროა, რომ ამ მოძველებულ მეთოდებს ხელისუფლება იყენებს. „ქართული ოცნების“ მხრიდან სხვადასხვა მესიჯები იქნა ამ საკითხზე გახმოვანებული. ირაკლი კობახიძემ ერთი თქვა, დანარჩენებმა მეორე, სჯობს, ჩამოყალიბდნენ მესიჯზე – განაცხადა ბუჩუკურმა.
ზუგდიდის მერმა, გეგა შენგელიამ, დღეს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.