უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთი ბრძენი, მებრძოლი, ქრისტიანი ლიდერი ჰყავს - ღარიბაშვილი ორბანზე

04.05.23 12:27
უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთი ბრძენი, მებრძოლი, ქრისტიანი ლიდერი ჰყავს - ღარიბაშვილი ორბანზე

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ორბანი შეაქო და ის მებრძოლ ქრისტიან ლიდერად მოიხსენია.

"განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია", - თქვა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები