ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ღარიბაშვილი

04.05.23 12:43
ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ღარიბაშვილი

ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე გააკეთა.

ღარიბაშვილის თქმით, ერთიანობით საქართველო შეძლებს დაუპირისპირდეს ყალბი თავისუფლებისა და ყალბი სამართლის სახელით მოსულ ბოროტებას.

"პრემიერმინისტრმა ორბანმა, თავის დალასის გამოსვლაში იხუმრა, რომ უნგრეთი ნამდვილად არ არის სუპერძალა. საქართველოს - კიდევ უფრო პატარა ქვეყანას, მითუმეტეს არასდროს ჰქონია ამის ამბიცია. მაგრამ მაინც - ჩვენ ვფლობთ სუპერძალას. ეს ძალა არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. სწორედ ერთიანობით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლებისა და ყალბი სამართლის სახელით მოსულ ბოროტებასა და ნამდვილი ტრადიციული უზენაესი ოჯახური ღირებულებებით დავიცავთ და შევინარჩუნებთ სამყაროს ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის".- ამბობს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები