ვახტანგ გომელაური დმანისში ჩავიდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, დმანისში ჩავიდა. მინისტრმა პირველი კომენტარი კონფლიქტის ადგილას გააკეთა. გომელაურის თქმით, დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებს. გომელაურის თქმით, არსებული ვითარება არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.
ჩვენი ძმები არიან ყველა, ამას არ დავუშვებთ. არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის თქმით, ადგილზე კონფლიქტის ესკალაცია სწრაფად მოხდა და პოლიციის მხრიდან დროული რეაგირება ამიტომ ვერ მოხერხდა.