"ოცნებამ" დმანისში მობილიზება გამოაცხადა - დაპირისპირების ეპიცენტრში თემურ აბაზოვიც ჩაიყვანეს
"ქართულმა ოცნებამ" დმანისში მობილიზება გამოაცხადა. შემქნილი კრიზისის გამო ქალაქში შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის უფროსი ჩავიდნენ.
დაპირისპირების ეპიცენტრში მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვიც, ჩაიყვანეს. ის ახლა "ოცნების" ლიდერებთან ერთად პოლიციის შენობაში ადგილობრივებს ხვდება. დმანისშია კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი, მამუკა ჭელიძეც. პარალელურად ხალხი აქციას არ წყვეტს, ისინი ამ დრომდე სამმართველოსთან არიან შეკრებილი და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
დმანისში მოსახლეობის ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. სისხლიანი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა პოლიციამ, ჩვენი ინფორმაციით, 6 ადამიანი დააკავა. ქვების სროლა და ფიზიკური დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა.