ღარიბაშვილის ქმედება ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა დგას - PES-ი "ოცნების" გარიცხვაზე ივნისში იმსჯელებს
ევროპელი სოციალისტების პარტია (PES), რომლის დამკვირვებელი წევრი "ქართული ოცნებაა", ივნისში ივანიშვილის გუნდის ჯგუფიდან გარიცხვაზე იმსჯელებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპელი პარტნიორების ავრცელებენ. მათი განმარტებით, მიზეზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრორუს ლიდერებთან ერთად ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა და პრორუსული ღირებულებების გაზიარებაა.
ევროპელი სოციალისტების პარტია გმობს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოს კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში. ეს კონფერენცია, რომელიც აერთიანებს კონსერვატიულ, პოპულისტურ და ულტრა-მემარჯვენე ძალებს მთელი მსოფლიოდან, ტარდება უნგრეთის უაღრესად პოპულისტი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერით. ღარიბაშვილი აქტიურად რეკლამირებდა კონსერვატორთა ფორუმს და თავის გამოსვლაში ორბანს ევროპის ჭეშმარიტი დამცველი უწოდა. ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა დგას ოცნების სტატუსის გადახედვა უკვე გადაწყვეტილია პრეზიდიუმის მომდევნო სხდომაზე ივნისში. ცხადია, ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ ეს აუცილებელი ნაბიჯია", - ნათქვამია ევროპელი პარტნიორების განცახდებაში.