ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ყვება, რომ ჩანაწერების ციხიდან გატანა მასაც აუკრძალეს
ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე "ტვ პირველის" ეთერში ყვება, რომ პატიმრებთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება მასაც არ მისცეს.
იურისტის შეფასებით, ამ აკრძალვასთან შეგუებას ადვოკატთა კორპუსი არ აპირებს და შესაბამისი წერილები უკვე გადაგზავნილია კონკრტულ სამსახურებში.
მე პირადადაც რამდენიმეჯერმე ამეკრძალა ციხიდან ჩემი ჩანაწერების გამოტანა. ადვოკატმა ასოციაციამ ჯერ კიდევ 18 სექტემბერს გადაგზავნა შესაბამის უწყებებში წერილი და ველოდებით პასუხებს. ამ მხრივ ეს არ იქნება ბოლო ნაბიჯები, რაც გადადგა ადვოკატთა ასოციაციამ ამ მხრივ. დარწმ,უნებული ვარ რომ არცერთი ადვოკატი, არც მე ამას არ შეეგუება. არცერთ გახმაურებულ საქმეზე საუბარი არ არის. ვხვდებოდი პატიმარს, გავაკეთე ჩანაწერი. უბრალოდ შეუძლებელია, ყველაფერი დავიმახსოვროთ. გვაქვს 70 ტომიანი საქმის მასალების შესწავლა. ჩემთვის საინტერესოა, პენიტენციურ სამსახურსა თუ იუსტიციის სამინისტროში რომელ იურისტს მოუვიდა აზრდ, რომ ასეთი ჩანაწერები, რომელიც წარმოადგენს კლიენტთან კომფიდენციალური კომუნიკაციის შედეგად გაკეთებული სამუშაო ჩანაწერს, ამას კორესპოდენცია დაარქვას"- თქვა იურისტმა.
ცნობისთვის, საიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ადვოკატს პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრაზე გაკეთებული ჩანაწერის გატანის უფლება არ მისცეს, რაზეც სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციისა და პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს.
თავის მხრივ პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის დროს ადვოკატის ხელით დაწერილ ტექსტებს კორესპონდენციასთან აიგივებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ „დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს“.
ბოლოდროინდელ ცნობებს, რომ პენიტენციური სამსახური ადვოკატებს პატიმრებთან გაკეთებულ ჩანაწერებს ციხიდან არ ატანს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოც ეხმაურება და აცხადებს, რომ ადვოკატებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი არ უნდა შეუშალონ.