"იზოლაციას ნიშნავს" - პაატა მანჯგალაძე "ოცნების" PES-დან გარიცხვაზე

05.05.23 11:33
"იზოლაციას ნიშნავს" - პაატა მანჯგალაძე "ოცნების" PES-დან გარიცხვაზე

"სტარტეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს,  რომ ევროპელ-სოციალისტების რიგებიდან "ქართული ოცნების" გარიცხვა იზოლაციის ტოლფასია. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ამ ფაქტს მძიმე შედეგები ექნება. 

ეს უკვე იზოლაციას ნიშნავს, იმიტომ, რომ ერთ-ერთი დიდი ჯგუფია სოცლიასტების ჯგუფი ევროპარლამენტში და საერთოდ ევროპაში და თუ ამ ოჯახს გამოეყოფა „ქართული ოცნება“ და გადავა ისეთ ოჯახში, რომელშიც პუტინის იდელოგიაცკარგად არის გამჯდარი, ეს იქნება ძალინ მძიმე, - ამბოლბს პაატა მანჯგალაძე. 

ევროპელი სოციალისტების პარტია (PES), რომლის დამკვირვებელი წევრი "ქართული ოცნებაა", ივნისში ივანიშვილის გუნდის ჯგუფიდან გარიცხვაზე იმსჯელებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპელი პარტნიორების ავრცელებენ. მათი განმარტებით, მიზეზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრორუს ლიდერებთან ერთად ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა და პრორუსული ღირებულებების გაზიარებაა.