"სახელმწიფო ლიდერის ეროვნული გამოსვლა იყო" - იონათამიშვილი ბუდაპეშტში ღარიბაშვილის სიტყვაზე

05.05.23 11:47
"სახელმწიფო ლიდერის ეროვნული გამოსვლა იყო" - იონათამიშვილი ბუდაპეშტში ღარიბაშვილის სიტყვაზე

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ბუდაპეშტში პრემიერის სიტყვით გამოსვლა იყო ეროვნული და ღირსეული. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი თავს ოპოზიციას ესხმის. მისი თქმით, ოპონენტების კრიტიკულმა შეფასებებმა თავად მათი ლუსტრაცია მოახდინა და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ისინი "უსამშობლო და უღმერთოები" არიან. 

საქართველოს პრემიერის სიტყვა იყო ეროვნული და სახელმწიფო ლიდერის გამოსვლა, რომელიც შეეხო ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, როგორც ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ადამიანის უფლებებს, თანასწორობის პრინციპს და იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელსაც ღირსებით ატარებს ჩვენი ქვეყანა უკე საუკუნეების მანძილზე. მისი გამოსვლის შემდეგ რექციებით, მე ვფიქრობ, რომ ლუსტრაცია მოახდინეს საკუთარი თავის რადიკალურ ოპოზიციაში განსაკუთრებით  და შემთხვევითი არ არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ისინი არიან უსამშობლო და უღმერთო ადამიანები, რომლებიც არ არიან არც ჩვენი საზოგადოების, არც საკუთარი მხარდამჭერების სამსახურში, არამედ ემსახურებიან მათ, ვინც დაცლილები არიან იმ ზნეობრივი პრინციპებისგან და ღირებულებებისგან, რაზეც დგას დღეს თანამედროვე პროგრესული საზოგადოება, - ამბობს იონათამიშვილი. 

ევროპელი სოციალისტების პარტია (PES), რომლის დამკვირვებელი წევრი "ქართული ოცნებაა", ივნისში ივანიშვილის გუნდის ჯგუფიდან გარიცხვაზე იმსჯელებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპელი პარტნიორების ავრცელებენ. მათი განმარტებით, მიზეზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრორუს ლიდერებთან ერთად ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა და პრორუსული ღირებულებების გაზიარებაა.