,,ოცნებას" წინასაარჩევნოდ პრობლემები აქვს - ხათუნა სამნიძე

17.05.21 15:52
,,ოცნებას" წინასაარჩევნოდ პრობლემები აქვს - ხათუნა სამნიძე

,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი,  ხათუნა სამნიძე ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას გადადგომის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ პრობლემები აქვს და ამიტომაც ხდება პოლიტიკური ძალების გადანაწილება და გადაჯგუფება.

არჩევნების წინ ასეთი ტიპის ქმედებები, გადაწყვეტილებები და გადაწყობები არის დამახასიათებელი იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც აქვს პრობლემები წინასაარჩევნო პერიოდში იმისთვის, რომ იგივე ნდობა მოიპოვოს ამომრჩევლებში - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დღეს ზუგდიდის მერმა, გეგა შენგელიამ, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. შენგელია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და კერძო სექტორში აპირებს გადასვლას. 

მსგავსი სიახლეები