PES-დან "ოცნების" გარიცხვა იქნება ნათელი განაცხადი, რომ მათ საერთაშორისო პოლიტიკაში არავინ მოელის - გეგელია
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ PES-დან "ოცნების" გარიცხვსი საკითხი ნათელი მაგალითია იმის, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას საერთაშორისო პოლიტიკაში არავინ ელის. ოპოზიციის წევრის თქმით, მთავრობა, რომელიც პრორუს რადიკალებთან კონფერენციებზე დადის, ბრიუსელში მეგობრად აღქმული ვერ იქნება. გეგელა დარწმუნებულია, რომ ფაქტს კანდიდატობის სტატუსის მოპოვებასა და თავად "ქართულ ოცნებაზე" ფუნდამენტური გავლენა ექნება.
ეს იქნება სრულიად პირდაპირი და ნათელი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არავინ არ მოელის არც ევროპულ პარლამენტში, არც საერთაშორისო პოლიტიკაში და არც არსად და მითუმეტეს, არ მოელის არავინ კანდიდატობის მამოძრავებელ მთავრობად, იმიტომ, რომ მთავრობა, რომელიც ულტრამემარჯვენე, პრორუს, რადიკალ კონსერვატორებთან და ევროსკეპტიკოსებთან მეგობრობს, რომელიც მათ კონფერენციებზე დადის, ბუნებრივია, ვერ იქნება განხილული როგორც მეგობარი ბრიუსელში იმ ადამიანების მიერ, ვინც წყვეტენ დღეს ჩვენი სახელმწიფოს ბედს. ამას ექნება ძალიან პირდაპირი და ფუნდამენტური გავლენა როგორც საქართველოს მიერ კანდიდატობის სტატუსის მოპოვებაზე, ასევე თითონ „ქართული ოცნების“ პარტიულ დღის წესრიგსა და ბედზე, - ამბობს გეგელია.
ევროპელი სოციალისტების პარტია (PES), რომლის დამკვირვებელი წევრი "ქართული ოცნებაა", ივნისში ივანიშვილის გუნდის ჯგუფიდან გარიცხვაზე იმსჯელებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპელი პარტნიორების ავრცელებენ. მათი განმარტებით, მიზეზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრორუს ლიდერებთან ერთად ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა და პრორუსული ღირებულებების გაზიარებაა.