სააკაშვილის გადარჩენის გზები - საკითხზე უკრაინულმა მხარემ მესამე პრეზიდენტის ოჯახთან ერთად იმსჯელა
უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ერთი უარის შემდეგ დიმიტრო ლუბინეცი გეგმავს, რატი ბრეგაძის უწყებას მესამე პრეზიდენტის მოთხოვნით ხელეხლა მიმართოს. განცხადება ამის შესახებ ომბუდმსენმა დღეს, ონლაინ კონფერენციაზე გააკეთა, სადაც რადას დეპუტატებთან და მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან ერთად სააკაშვილის გადარჩენის გზებზე მსჯელობდა.
ლუბინიცს მიაჩნია, რომ მძიმე პაციენტის უფლებები ირღვევაა, რის გამოც, უკრაინის მოქალაქესთან შეხვედრას ითხოვს.
უკრაინის საგანგებო დავალებათ ელჩი იგორ დირი, რომელიც ასევე კონფერენციას ესწრებოდა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძევლად არა თბილისს, არამედ მოსკოვს ჰყავს აყვანილი, რომელთან ბრძოლ;აც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ვცდილობთ დავეხმაროთ თავისუფლებისა და რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის სიმბოლოს. სხვადასხვა წინადადება გაჟღერდა. უკრაინასთან ანალოგი რომ გავავლოთ, უკრაინაში სხვადასხვა რამშტაინი ეწყობა. რაღაც მსგავსი კოალიცია უნდა გაკეთდეს სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რდგან ის მძევლად ჰყავს აყვანილი არა თბილისს, არამედ მოსკოვს, მოსკოვს კი მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეიძლება ებრძოლო, - ამბობს უკრაინის საგანგებო დავალებათ ელჩი იგორ დირი.
ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძე საქართველოს მთავრობის ქმედებას, რომელიც უკრაინის ომბუდსმენს სააკაშვილის მონახულებაზე უარს ეუბნება, სამარცხვინოს უწოდებს. ოპოზიციის წევრი იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც იუსტიციის სამინისტრო ადეკვატურად მოიქცევა.
სამარცხვინო ფაქტი ის არის, რომ ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს მთავრობა უარს ეუბნება ომბუდსმენსი ვიზიტზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან, ამ დროისთვის უკრაინის მოქალაქესთან, განახორციელოს უფლებადაცვითი ღონისძიებები და ვიზიტი, შეაფასოს მისი მდგოლმარეობა. ხაზგასმული იყო კიდევ ერთხელ ის ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ გამოაგზავნის უკრაინის ხელისუფლების სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მონახულებისთვის საჭირო დოკუმენტაციას და მოთხოვნას და იმედია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოიქცევა ადეკვატურად, - ამბობს ჩალაძე.
შეხვედრით კმაყოფილი დარჩა მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია.
კონკრეტული გეგმა მათ არ აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ ზელენსკით დაწყებული, არახამია, კულება, ერმაკი, ეს ადამიანები, ვსიაც კი აქვს რამე შეხვედრა, იმ შეხვადრაზე უსათუოდ არის ხოლმე სააკაშვილის თემა. მადლობელი ვარ, ძალიან მომეწონა ის, რაც გაკეთდა. რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ამას რაღაც კონკრეტული შედეგი არ მოყვება, ყველაფერს ერთად მოყვება ალბათ, იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის არიოს ეს მნიშვნელოვანი, რომ ისმენენ, რომ ადამიანები ფიქრობენ ამაზე, რომ ისე არ არის, რომ მიატოვეს, დაივიწყეს, - ამბობს ალასანია.