არჩეულ მერს გადადგომას ვერ აიძულებ - არჩილ თალაკვაძე გეგა შენგელიაზე
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ზუგდიდის მერზე ზეწოლას გამორიცხავს. თალაკვაძე ამბობს, რომ მერის თანამდებობა არჩევითია და არჩეულ მერს კი გადადგომას ვერ აიძულებ.
გამოვრიცხავ მასზე ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას 2 მიზეზის გამო, პირველი, თავად განაცხადა გადაგომის შესახებ ოფიციალურ ბრიფინგზე და მეორე, ის არის მოქალაქეების მიერ არჩეული და თავად რომ არ მიეღო გადაწყვეტილება, ვერანაირი ზეწოლით ვერ მოხდებოდა, ვერ აიძულებდა, თანამდებობა დაეტოვებინა - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ზუგდიდის მერმა დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცახდება გააკეთა. გეგა შენგელიამ აღნიშნა, რომ კერძო სექტორში აპირებს გადასვლას.