ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენ უფრო უნდა ვილაპარაკოთ - მდინარაძე PES-ის განცხადებაზე
"ქართული ოცნების" წევრი ევროპელი სოციალისტების პარტიის განაცხადებას ისევ თავდასხმით პასუხოსბ. საქმე ეხება PES-ის რიგებიდან "ქართული ოცნების" შესაძლო გარიცხვას.
მამუკა მდინარაძე ევროპელ პარტნიორებს უსამართლო გადაწყვეტილებებში ადანაშაულებს და პირდაპირ ამბობს, რომ მათთან ურთიერთობებს თავად მმართველმა პარტიამ უნდა გადახედოს.
როდესაც ეს ხალხი, ჩვენი პოლიტიკური ოჯახის წევრები რომ ჰქვიათ, და ზოგიერთი მათგანი, ყველას ვერ დავაბრალებ, ჩვენი პარტნიორი პარტიიდან გამოდიან და ითხოვენ კრიმინალის გათავისუფლებას და ადამიანის დასჯას, რომელიც არაფორმალურად არის დასანქცირებული მხოლოდ იმიტომ, რომ თავის სამშბლოს არ უღალატა, აქაც ვილაპარაკოთ ღირებულებებზე და ფასეულობებზე ძალიან ბევრი და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეროვნულ ღირებულებებზე სუაბარი ღირებულებების მიღმაა, რუსულია, ანტიდასავლურია, ასეთ ხალხთან ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენ უფრო უნდა ვიალაპარაკოთ, ვიდრე ინი აქეთ ილაპარაკებენ ამაზე, - ამბობს მდინარაძე.
ევროპელი სოციალისტების პარტია (PES), რომლის დამკვირვებელი წევრი "ქართული ოცნებაა", ივნისში ივანიშვილის გუნდის ჯგუფიდან გარიცხვაზე იმსჯელებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპელი პარტნიორების ავრცელებენ. მათი განმარტებით, მიზეზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრორუს ლიდერებთან ერთად ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა და პრორუსული ღირებულებების გაზიარებაა.