არათუ კრიმინალი გაიზარდა, შეკრულები არიან დანაშაულებრივ წრეებთან და იმათთან ერთად წილებს იყოფენ - ვაშაძე

05.05.23 17:23
არათუ კრიმინალი გაიზარდა, შეკრულები არიან დანაშაულებრივ წრეებთან და იმათთან ერთად წილებს იყოფენ - ვაშაძე

შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი დანაშაულებრივ ჯგუფებთან არის შეკრული და წილებს იყოფს მათთან ერთად.

არათუ კრიმინალი გაიზარდა, პარდაპირ შეკრულები არიან დანაშაულებრივ წრეებთან და იმათთან ერთად წილებს იყოფენ, მათ შორის რუსულ კონტრაბანდაზე. ვის გინახავთ, 90-იანების მერე ამდენი მკვლელობა ქუჩაში, რაც ახლა ხდება". - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვახტანგ გომელაური დღეს საჯაროდ ამტკიცებდა, რომ მკველობები და კრიმინალი ქვეყანაში უპრეცედენტოდ შემცირდა.