"ბურუსით მოცული პროექტი" - კალაძის უწყება ივანიშვილის ცათამბრჯენების პროექტს ამ დრომდე არ ასაჯაროებს
კახი კალაძის უწყება ამ დრომდე არ ასაჯაროებს ივანიშვილის ცათამბრჯენების პროექტს. უკვე მეორე დღეა პროექტი დედაქალაქის მერიას გაეგზვანა, თუმცა რა შეცვალეს და რა დატოვეს უცვლელი ცათამბრჯენებში, ამის ნახვა ამ დრომდე შეუძლებელია.
დედაქალაქის მერია საიტზე პროექტის არატვირთვას ტექნიკური მიზეზებით ამართლებს. ისინი ამბობენ, რომ მას შემდეგ გახდება პროექტის შესახებ ცნობილი, რაც მერია უარს ან დადებით პასუხს აცნობებს ქართუ ჯგუფს ან საპასუხო შენიშვნებს გაუგზავნის პროექტის შესახებ, ამისთვის, კი როგორც კალაძის უწყება ამბობს, 90 დღიანი ვადა აქვს.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ახლა ივანიშვილის სურვილების შესაბამისი 65 სართულიანი კოშკები ქალაქის ცენტრში აშენების ამბავი კაბინეტებში წყდება.
თბილისის მერია, რომელიც ასაიდუმლოებს ამ პროექტს, დიდია მოლოდინი, რომ დაეთანხმება ამ პროექტს. გაუგებარია, რა ფული იხარჯება ამ პროექტების განხორციელებაზე. ხომ არ არის ეს სანქციერებული რუსი ბიზნესმენებიდან შემოსული ფული. ხომ არ არის ის თანხმები, რომელიც შემდგომ ივანიშვილისთვის უკანონო შემოსავლის მიღებას უკავშირდება. თავიდან ბოლომდე ბურუსით მოცული პროექტია, რომელშიც ზიანდება თბილისის და თბილისელების ინტერესები და ერთადერთი მოგებული რჩება ივანიშვილი".- ამბობს ირაკლი აბესაძე.