საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ჩამოვა

17.05.21 16:36
საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ჩამოვა

საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ჩამოვა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, თუმცა უცნობია, როდის შედგება ვიზიტი.

უწყების ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმებას ევროინტეგრაციის საკითხებზე და გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ეკონომიკური და სექტორულ დაახლოებას.

 

მსგავსი სიახლეები